weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარტვილში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს

17:14 პარასკევი, 26 ივლისი 2019

ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებებში მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით მუშაობენ და ციფრულ ფორმატში სრულად აღწერენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა გეოგრაფიულ მონაცემს, მათ შორის: მისამართებს, სატრანსპორტო ქსელს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართსადგურებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბანკებს, ასევე სპორტული, გასართობი, კვების, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სხვა ობიექტებს.

სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემების საველე წესით აღწერა ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. ამ დროისათვის საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები უკვე დაასრულეს საგარეჯოს, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და სენაკის მუნიციპალიტეტების 292 სოფელში.

პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, ქვეყანაში ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. ამ დროისთვის პროექტის ორივე ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აღწერილია 204 ათასზე მეტი ობიექტი, მათ შორის: 116 911 ინტერესის ობიექტი, 87 598 საგზაო ნიშანი და 57 კმ. საველოსიპედო ბილიკი.

საველე სამუშაოების პარალელურად, საჯარო რეესტრში შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-საც მიაწვდის, რომელიც ინფორმაციას თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო პროდუქტებში ასახავს.

სანავიგაციო მონაცემები მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს და ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. გამართული სამისამართო სისტემის არსებობა გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]